Saturday, June 17, 2017

მეცხრე დღე
რეფლექსია
დღევანდელი დღე ამ ტრენინგის  ჩატარების მანძილზე ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო.თითოეულმა ჩვენგანმა დავასრულეთ ჩვენი პროექტი,თავის ყველა კომპონენტის ჩათვლით.და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ყოველი ჩვენგანის ნამუშევარი ძალიან საინტერესო იყო ,გამდიდრებული სხვადასხვა ფოტოებით ,მასალებით.კვლევის შედეგებით.

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.მინდა ავღნიშნო ,რომ ბევრი ახალი შევისწავლე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისთვის

Friday, June 16, 2017

მერვე დღე
რეფლექსია
დღეს გავეცანით მე-7 მოდულის რესურსებს.ონლაინ კითდავხვარი შევქმენით მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით.დავხვეწეთ გეგმა.

Sunday, June 11, 2017

მეშვიდე დღე
რეფლექსია
წავიკითხეთ საშინაო დავალება , რომელშიც დაწვრილებით გავწერეთ პროექტის მსვლელობა.
გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიის მიხედვით შევადგინეთ კითხვარი. ამკითხვარით ადვილად ამოვიცნობთ  მოსწავლის ინტელექტის ტიპის და მიზნობრივად შევურჩევთ აქტივობებს.
ასევე, გამოვაქვეყნეთ ბლოგი,დავამატეთ გაჯეტები.
დავათვალიერეთ უკვე არსებული შაბლონები და ავაგეთ ახალი .

Saturday, June 10, 2017

რეფლექსია 
მეექვსე დღე

შევქმენით შეფასების სისტემა,მიზნებიდან გამომდინარე,ინდიკატორების გათვალისწინებით,რომელსაც გამოვიყენებთ
მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას. გავაზიარეთ აჩვრენი ნაშრომები.

Saturday, June 3, 2017

  დღე მეხუთე
   დღეს მუშაობის დროს გავეცანით  საავტორო უფლებებს,გადმოვტვირთეთ სურათები ვისწავლეთ ჩასმა პრეზენტაციის სლაიდებში,ვისწავლეთ როგორ მივუთითოთ ლინკები
და გადავიტანოთ გამოყენებულ ლიტერატურაში.ვიყავით მოსწავლის როლში და შევქმენით პრეზენტაცია.

Saturday, May 13, 2017

რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე
ამ მოდულში ცვენ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. პირველ რიგში, გამოვალინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. რომელთა მეშვეობითაც შევაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გავზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსს.

Sunday, May 7, 2017

ტრენინგის მეორე დღე
რეფლექსია
მეორე სატრებინგო დღე  ძალიან საინტერესოდ დაიწყო. პედაგოგებმა ყურადღბით მოვისმინეთ პროექტის იდეები, ვიმსშჯელეთ,გავითვალისწინეთ მოწოდებული იდეები და ჩმოვყალიბდით. გამოვიყენეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლიტი და საბოლოოდ შევარჩიეთ ყველამ ჩვენთვის აქტუალური თემა.შევავსეთ პროექრის შინაარსი.ასევე ვისწავლეთ ბუკლეტის ფორმატის შექმნა, გაფორმება.

მეცხრე დღე რეფლექსია დღევანდელი დღე ამ ტრენინგის  ჩატარების მანძილზე ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო.თითოეულმა ჩვენგანმა დავასრულეთ ჩვ...